Thumbnail

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა არიანა გრანდე წლების განმავლობაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ მუსიკალური კარიერა 15 წლის ასაკში დაიწყო. ის პირველად 2008 წელს, ბროდვეის სცენაზე გამოჩნდა მიუზიკლში სახელწოდებით "13". პოპულარობა კი სატელევიზიო სერიალებში Victorious და Sam & Cat მონაწილეობამ მოუტანა. პარალელურად გოგონა იუთუბზე ცნობილი სიმღერების ქავერებს ავრცელებდა. სწორედ ამ გზით მიიქცია მან გავლენიანი ლეიბლის Republic Records წარმომადგენლების ყურადღება. 2011 წელს მათ ახალბედა შემსრულებელთან კონტრაქტი გააფორმეს, რასაც 2013 წელს არიანას სადებიუტო სტუდიური ჩანაწერის Yours Truly გავრცელება მოჰყვა. ნამუშევარი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და ბილბორდის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა. კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა გრანდეს ვოკალურმა შესაძლებლობებმა. ბევრი მას მერიაია ქერის ადარებდა.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა მადონას გარეგნობა წლების განმავლობაში

ნახეთ: როგორ იცვლებოდა რიანას ვარცხნილობა წლების განმავლობაში

გრანდე, რომელიც დღეს უკვე გრემის მფლობელი არტისტია, კამერების წინ გაიზარდა. უკვე წლებია, ის გრძელ თმას ატარებს, რომელიც, ხშირად აქვს შეკრული, თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც ამომავალი ვარსკვლავი იყო, არიანას სრულიად განსხვავებული ვარცხნილობა ჰქონდა. წლების განმავლობაში შეიცვალა მისი ჩაცმის სტილიც. წარმოგიდგენთ ფოტოებს, რომლებშიც არიანას გარეგნობის ევოლუციაა ასახული.

2008

არიანამ პირველად წითელ ხალიჩაზე 2008 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში, რესტორნის Planet Hollywood მიერ მოწყობილ ივენთზე გაიარა.

2009

ჰოლივუდში, ფილმის The Lovely Bones პრემიერაზე გრანდე პირველად გამოჩნდა შეცვლილი იმიჯით. მას თმა ბორდოსფრად ჰქონდა შეღებილი.

2010

MTV Movie Awards-ის დაჯილდოებაზე მუსიკოსი უკვე გრძელ თმას ატარებდა.

2011

არიანა გრანდე 2011 წელს ლოს ანჯელესში, გრემის 53-ე დაჯილდოებას დაესწრო.

2012

არტისტს იგივე სტილი ჰქონდა 2012 წელს, Primetime Creative Arts Emmy Awards-ის ცერემონიაზეც.

2013

ლოს ანჯელესში, American Music Awards-ის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე კი გრანდე უკვე განსხვავებული ვარცხნილობით გამოჩნდა.

2014

მომღერალმა მსგავსი ვარცხნილობა გრემის 56-ე დაჯილდოებაზეც მოიხდინა.

2015

მომდევნო წელს, გრემის დაჯილდოებაზე არიანას უკვე ნაპოვნი ჰქონდა თავისი საყვარელი ვარცხნილობა - თხემთან შეკრული გრძელი თმა.

2016

2016 წელს მომღერალმა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა საკუთარ თავზე და ე.წ. ჩოლკა შეიჭრა. მუსიკოსი შეცვლილი ვარცხნილობით MTV Video Music Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა.

2017

მუსიკოსს თმები საგრძნობლად ჰქონდა გაზრდილი ტურნეს Dangerous Woman Tour პერიოდში.

2018

2018 წელს გრანდემ რადიკალურად შეიცვალა იმიჯი და ვაშინგტონში, March For Our Lives event-ზე ქერად შეღებილი თმით გამოვიდა სცენაზე.

2019

არიანას თავისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სასცენო კოსტიუმი 2019 წელს, ტურნეს Sweetener პერიოდში ეცვა. მაშინ მას უკვე ჩვეული ვარცხნილობა ჰქონდა.  

2020

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იყო არიანას გამოჩენა გრემის 62-ე დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე. არტისტს Giambattista Valli-ს კაბა ეცვა, თმა კი ქერად ჰქონდა შეღებილი.  

2021

მიმდინარე წელს არიანა წითელ ხალიჩებზე არ გამოჩენილა, თუმცა, თაყვანისმცემლებმა ის განსაკუთრებულ ფორმაში - საქორწინო კაბაში გამოწყობილი ნახეს მას შემდეგ, რაც 15 მაისს უძრავი ქონების აგენტ დელტონ გომესზე იქორწინა. გრანდემ არჩევანი Vera Wang-ის კაბაზე შეაჩერა, თმა კი ნახევრად ჰქონდა ჩამოშლილი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული