Thumbnail

ნახეთ: BTS სიმღერის Butter ორ ახალ რემიქსს ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ახალი კომპოზიციის Butter რემიქს ვერსიები გამოუშვა. ერთ-ერთი მათგანი, Butter (Cooler Remix) იუთუბზე ვიდეორგოლთან ერთად გავრცელდა.

ნახეთ: BTS-მა სტივენ კოლბერის შოუში სინგლი Butter შეასრულა

Butter (Sweeter Remix) კი მუსიკალურ პლატფორმებზეა ხელმისაწვდომი. მანამდე კოლექტივმა სიმღერის რემიქსი Hotter გაავრცელა.

"ბითიესმა" Butter 21 მაისს გამოუშვა. სიმღერამ და მასზე გადაღებულმა კლიპმა გინესის რეკორდები დაამყარა იუთუბსა და სპოტიფაიზე. ამასთან, კომპოზიციამ სადებიუტო კვირაში ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა.

BTS-ის ახალი მიღწევა ბილბორდის ცხელ ასეულში

BTS-მა გინესის ექვსი ახალი რეკორდი დაამყარა

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული