Thumbnail

ახალგაზრდა ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქეით ქოზართი, ფსევდონიმით Chief Keef, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებული ახალი კომპოზიციით Love Don't Live Here დაუბრუნდა. ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი Mike Will Made-It გახლავთ. ტრეკი კოლეგების მომავალი კოლაბორაციული ალბომის ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: Chief Keef & Mike Will Made-It - Status

ნახეთ: Chief Keef & Mike WiLL Made-It – BANG BANG

დრილ შემსრულებელმა ჩიფ ქიფმა, რომლის სახელსაც ჰიპ ჰოპის ხსენებული ქვემიმდინარეობის პოპულარიზაცია უკავშირდება, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სადებიუტო სინგლმა I Don't Like მოუტანა, რომელიც 2012 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა. რეჩიტატივის სახასიათო, მელოდიური კითხვის წყალობით ჩიკაგოელი არტისტი არაერთი, დღეს უკვე მასზე პოპულარული კოლეგის შთაგონების წყარო გახდა, მათ შორის არიან: Young Thug, 21 Savage, YoungBoy Never Broke Again, Lil Pump, XXXTentacion, Lil Uzi Vert, Juice Wrld და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული