Thumbnail

რობერტ პლანტი იხსენებს მომენტს, როცა გადაწყვიტა, რომ მომღერალი უნდა გამხდარიყო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი, რობერტ პლანტი ინგლისის ქალაქ ვესტ ბრომვიჩში დაიბადა, თინეიჯერობის წლები კი სავაჭრო ქალაქ სტაურბრიჯში გაატარა. როდესაც მუსიკით დაინტერესდა, შაბათ-კვირას სუპერმარკეტში დაიწყო მუშაობა, რათა საკონცერტო დარბაზში Stourbridge Town Hall სხვადასხვა არტისტის შოუზე დასასწრები ბილეთები ეყიდა. გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში პლანტმა გაიხსენა, როდის გადაწყვიტა, რომ თავადაც სცენაზე უნდა მდგარიყო.

რობერტ პლანტი: გავამზადე ჩანაწერები, რომლებიც ჩემი სიკვდილის შემდეგ გავრცელდება

რა არ მოსწონდა რობერტ პლანტს Led Zeppelin-ის ადრეულ სიმღერებში

რობერტ პლანტმა დაასახელა სიმღერა, რომელიც თავის მარტოსულ ბავშვობას ახსენებს

"მარკების შეგროვებას თავი დავანებე და შაბათ-კვირას სუპერმარკეტში ვმუშაობდი, რათა ქალაქ სტაურბრიჯში კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მეყიდა. სტაურბრიჯი ჩემთვის ბევერლი ჰილზივით იყო. იქ ვუსმენდი არაჩვეულებრივ მუსიკოსებს, მაგალითად, ჯინ ვინსენტს. ერთ დღესაც ჩემმა კლასელმა დამირეკა და შემომთავაზა, რომ კონცერტზე მის ბენდთან, The Jurymen-თან ერთად მემღერა, რაზეც დავთანხმდი. სცენიდან დარბაზში შეკრებილ მსმენელებს თვალებში ჩავხედე და სწორედ მაშინ ვიგრძენი ნამდვილი სიყვარული. ამ მომენტიდან ზუსტად ვიცოდი, თუ რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში", - იხსენებს პლანტი.

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული