Thumbnail

ბრიტნი სპირსი გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც სელენა გომესი მის სიმღერას ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, სელენა გომესმა ერთი კვირის წინ თავისი ბავშვობის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პოპვარსკვლავ ბრიტნი სპირსის კომპოზიციას Don't Go Knockin' on My Door ასრულებს. 39 წლის ბრიტნი სელენას კადრებს ახლახან, ინსტაგრამის საშუალებით გამოეხმაურა.

ბრიტნი სპირსი: პატარა ვიყავი, როცა შვილები მეყოლა და ბავშვივით ვიქცეოდი

სიმღერები, რომლებიც ლედი გაგამ ბრიტნი სპირსისთვის დაწერა

"ასეთი საყვარლობა ცხოვრებაში არ მინახავს", - დააკომენტარა მან სელენას პოსტზე.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს თავად სპირსმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც გომესის სიმღერის Bad Liar ფონზე ვარჯიშობს.

"დღეს ბევრი ვივარჯიშე. სელენა ნამდვილად დამეხმარა", - წერდა მაშინ ბრიტნი.

ხოლო გასულ წელს სპირსმა გომესის სიმღერიდან Kill Em with Kindness ციტატა მოიყვანა იმაზე ხაზგასასმელად, თუ როგორი წნეხია, როცა ახალგაზრდა შემსრულებელი პუბლიკის თვალწინ იზრდება.

"ჩემს ცხოვრებაში პირველად ბევრ მაკიაჟს არ ვიკეთებ. როგორც სელენა გომესი ამბობს, სამყარო ხანდახან ბინძური ადგილია... გააქარწყლე ეს შენი სიკეთით", - წერდა ის.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული