Thumbnail

როგორ განმარტავს ბილი აილიში თავის მეორე სახელს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის სრული სახელი და გვარი ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო'კონელი გახლავთ. იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები, მომღერალმა 2017 წელს, სამაუწყებლო კომპანია BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ბილი აილიში: Amazon-იდან გამოწერილი "ბილი აილიშის პარიკით" დავდიოდი

ნახეთ: ბილი აილიშის ბავშვობის აქამდე უცნობი ფოტოები

ბილი აილიშს ჰკითხეს, რას შეასრულებდა მეგობრებთან ერთად კარაოკეზე

"მე ვარ ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო'კონელი. Pirate ბილის შემდეგ უნდა დაწერილიყო, თუმცა, ეს იდეა ბიძაჩემს არ მოსწონდა - მეკობრეები ცუდი ადამიანები არიანო. რაც შეეხება ბერდს, ის დედაჩემის სახელია", - ამბობდა ბილი.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული