Thumbnail

ნახეთ: კელი კლარკსონმა პრინსის სიმღერა Kiss შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მომღერალმა, კელი კლარკსონმა თავის გადაცემაში The Kelly Clarkson Show ლეგენდარული მუსიკოსის, პრინსის ჰიტი Kiss შეასრულა. კლარკსონს აკომპანემენტს ცოცხალი ბენდი უწევდა.

ნახეთ: კელი კლარკსონმა Nothing Compares 2 U შეასრულა

ნახეთ: კელი კლარკსონმა Aerosmith-ის ჰიტი Dream On იმღერა

კომპოზიცია Kiss პრინსის რიგით მე-8 ალბომში Parade არის წარმოდგენილი, რომელიც 1986 წელს გამოიცა. სიმღერა ბილბორდის ცხელ ასეულში ორი კვირის განმავლობაში არ თმობდა წამყვან პოზიციას. გამოცემამ Rolling Stone ტრეკი ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარს შორისაც შეიყვანა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული