Thumbnail

Lil Yachty: ნიკი მინაჟმა ტვიტერზე დამბლოკა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

23 წლის ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მაილს პარკს მაქკალუმმა, ფსევდონიმით Lil Yachty, გამოცემა TMZ-სთან ინტერვიუში გაამხილა, რომ რეპერ ნიკი მინაჟს ტვიტერზე დაბლოკილი ჰყავს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მინაჟისა და ქარდი ბის უთანხმოებაში მან უკანასკნელის მხარე დაიჭირა.

ნახეთ: Cardi B რეპერ Nicki Minaj-ს თავს დაესხა

Nicki Minaj-ი Cardi B-ზე: უშველეთ ვინმემ ამ ქალს

"ნიკი მინაჟის თაყვანისმცემლები ახლაც მერჩიან. ერთ დღესაც გავიღვიძე და მათი მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში ვიყავი გახვეული. ქარდი ჩემთვის ოჯახის წევრივითაა. რაც შეეხება ნიკი მინაჟს, მას არაფერს ვერჩი - პირიქით, ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარს. მინდოდა, რომ წარსულში ნიკიზე გაზიარებული პოსტები ტვიტერზე ხელახლა გამომექვეყნებინა და აღმოვაჩინე, რომ დაბლოკილი ვყავარ. ჩვენს საერთო მეგობარს, დრეიქსაც კი ვთხოვე, მინაჟისთვის გადაეცა, რომ მიყვარს და ჩემთვის ბლოკი მოეხსნა. თუმცა, იგივე სიტუაციაა. მე მაინც ორივე, ქარდიც და ნიკიც სულ მეყვარება", - ამბობს Lil Yachty.

ლილ იარიმ 2018 წელს განაცხადა, რომ ნიკი მინაჟთან ქარდი ბის გამო ვერ ითანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ ის ლეიბლ Quality Control Music-ში ერთიანდება, რომლის წევრიც ქარდის ქმარი, ოფსეტი გახლავთ.

მოუსმინეთ: Lil Yachty მიქსტეიპს Michigan Boy Boat აქვეყნებს

მაილს პარკს მაქკალუმი ჰიპ ჰოპ არტისტი და მსახიობი გახლავთ. ატლანტელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო და რამდენიმე სტუდიურ ჩანაწერთან ერთად 4 ალბომის გამოშვებაც მოასწრო. ლილ იარის მამბლ რეპერად მოიხსენიებენ, თუმცა, ავტორი საკუთარ მუსიკას Bubblegum Trap-ს უწოდებს. ახალგაზრდა არტისტის განცხადებით, ის დრეიქის მუსიკაზე გაიზარდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული