Thumbnail

ცნობილი მერილენდელი რეპერი, ლოჯიქი განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს ლეგენდარული კალიფორნიელი მუსიკოსის, მედლიბის პროდიუსინგის მქონე მორიგ კომპოზიციას Mafia Music სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მედლიბმა ხსენებული ბითი ლოჯიქის კოლეგის Mr. Muthafuckin eXquire 2020 წლის ნამუშევრისთვის Black Mirror შექმნა.

მოუსმინეთ: Logic - Raddest Dad (Prod. By Madlib)

მოუსმინეთ: ლოჯიქმა და მედლიბმა კომპოზიცია Mars Only Pt. 3 გაავრცელეს

მოუსმინეთ: ლოჯიქმა მუსიკალური კარიერა ახალი ნამუშევრით Tired In Malibu განაახლა

ტრეკის დასაწყისში ლოჯიქი აღნიშნავს, რომ მან და მედლიბმა კოლაბორაციულ ალბომზე ითანამშრომლეს, რომელიც მუსიკოსებმა ერთ ღამეში შექმნეს.

ლოჯიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ის პოპულარული მიქსტეიპების სერიით Young Sinatra გახდა. 2014 წელს ლოჯიქის სადებიუტო ალბომი Under Pressure გამოვიდა, რომლის ხუთასი ათასზე მეტი ასლია გაყიდული. მისი 2017 წლის ჩანაწერი Everybody კი გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის კატეგორიაში იყო ნომინირებული. 2020 წლის ივლისში, სტუდიური ნამუშევრის No Pressure გავრცელებამდე რამდენიმე დღით ადრე, რეპერმა მუსიკალური კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა, მიმდინარე წელს სცენას დაუბრუნდა.

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდიუსერმა მედლიბმა კი მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის მდიდარი შემოქმედება ასამდე სტუდიურ ჩანაწერს აერთიანებს. მათ შორის გამორჩეული ნიუ იორკელ რეპერთან, MF Doom-თან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Madvillain ალბომები, ასევე, მისი და ლეგენდარული დეტროიტელი პროდიუსერის, ჯეი დილას კოლაბორაციული ნამუშევრები გახლავთ. 2011 წლიდან მედლიბმა და რეპერმა ფრედი გიბსმა გაერთიანება MadGibbs დააარსეს. "მედგიბსის" მიერ გამოცემულმა ტრილოგიის პირველმა ორმა ნაწილმა Pinata და Bandana მსმენელის საყოველთაო აღიარება დაიმსახურა. ფსევდონიმის Madlib პარალელურად, არტისტი ალტერ ეგოთი Quasimoto მოღვაწეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული