Thumbnail

თანამედროვე ჰიპ ჰოპის პოპულარული წარმომადგენლები, ატლანტელი ლილ ბეიბი და ჩიკაგოელი ლილ დერქი მსმენელს ახალ კომპოზიციას Voice Of The Heroes და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობენ. ტრეკი ახალგაზრდა კოლეგების ამავე დასახელების მქონე ერთობლივი ალბომის სინგლია.

Lil Baby: მინდა, ჯეი ზის კვალს გავყვე

ნახეთ: Lil Durk კომპოზიციის Should've Ducked კლიპს ავრცელებს

ნახეთ: Lil Durk და Lil Baby კლიპში Finesse Out The Gang Way

ლილ ბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს რეპერმა სოლო მიქსტეიპი Street Gossip, განასთან ერთად ჩაწერილი ნამუშევარი Drip Harder და სადებიუტო ალბომი Harder Than Ever გაავრცელა. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კანადელი სუპერვარსკვლავის, დრეიქის მონაწილეობით შექმნილმა კომპოზიციამ Yes Indeed მოუტანა. 2020 წლის თებერვალში გაყიდვაში ახალგაზრდა სამხრეთელის მეორე სტუდიური ჩანაწერი My Turn ჩაეშვა, რომელმაც გამოქვეყნებიდან სამ კვირაში ოქროს სტატუსი მოიპოვა. დღეს კი მსოფლიოს მასშტაბით ნამუშევრის 3 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული.

დერქ ბენქსმა კი შემოქმედებითი მორვაწეობა 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Remember My Name გაავრცელა. შემსრულებელს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სოლო შემოქმედების პარალელურად, დერქი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Only The Family ლიდერია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული