Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკ ქეივი და უორენ ელისი კომპოზიციას Letter to Cynthia აქვეყნებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი და მისი ჯგუფის Nick Cave and the Bad Seeds წევრი, უორენ ელისი ინტერნეტში კომპოზიციას Letter to Cynthia ავრცელებენ. ჩანაწერი ნამუშევართან Song for Cynthia ერთად, 7-ინჩიანი ვინილის Grief სახით, გაყიდვაში 14 აპრილს ჩაეშვა.

ნიკ ქეივს ჰკითხეს, მოაქვს თუ არა ტანჯვას სარგებელი

ნიკ ქეივი და უორენ ელისი ვინილს Grief ავრცელებენ

მუსიკოსების შთაგონების წყარო ერთ-ერთი თაყვანისმცემლის, სახელად სინტიას წერილი გახდა, რომელიც მან ქეივს 2018 წელს ვებგვერდის The Red Hand Files მეშვეობით გაუგზავნა.

"ბოლო წლებში ჯერ მამა, შემდეგ და, ასევე პირველი სიყვარული დავკარგე. თუმცა, მგონია, რომ სიზმრების საშუალებით მათთან კომუნიკაციას ვახერხებ. ისინი ძალიან მეხმარებიან", - მიწერა სინტიამ ქეივს, რომელსაც 2015 წელს შვილი დაეღუპა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

უორენ ელისი ნიკ ქეივის ჯგუფს Nick Cave and the Bad Seeds 1993 წელს შეუერთდა. მუსიკოსს მათთან ერთად 10 ალბომი აქვს გამოცემული. მულტიინსტრუმენტალისტი პარალელურად ორ პროექტში: Dirty Three და Grinderman მოღვაწეობს. 2002 წელს არტისტმა სოლო ალბომი Three Pieces for Violin გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული