Thumbnail

ჯეი ზიმ განმარტა, რატომ ისწავლა ცურვა ბლუ აივის დაბადების შემდეგ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი მუსიკოსი და ბიზნესმენი, შონ კარტერი, ფსევდონიმით Jay-Z, საკაბელო ტელევიზია HBO-ს გადაცემის The Shop: Uninterrupted მეოთხე სეზონის პირველი ეპიზოდის სტუმარი გახლდათ. სხვადასხვა თემასთან ერთად, არტისტმა ინტერვიუში ისაუბრა, რა შეიცვალა მის ცხოვრებაში, როდესაც პირველი შვილი, ბლუ აივი შეეძინა.

ჯეი ზი: კარიერის დასაწყისში კომპოზიციების ტექსტები მავიწყდებოდა

ჯეი ზიმ უპასუხა კითხვას, როგორ სურს, რომ ხალხს დაამახსოვრდეს

"არ ვიცოდი ცურვა, მანამ ბლუ აივი არ დაიბადა. შეიძლება, ითქვას, რომ ეს ჩვენ ურთიერთობას ძალიან კარგად გამოხატავს. რადგან, თუ ის წყალში ჩავარდებოდა, დაიხრჩობოდა და მე ვერ გადავარჩენდი, ცხოვრებაში ვეღარასდროს მოვისვენებდი. უნდა მესწავლა ცურვა. ეს იყო ჩვენი ურთიერთობის დასაწყისი", - ამბობს ჯეი ზი.

ვარსკვლავურ წყვილს, ჯეი ზისა და ბიონსეს ბლუ აივი 2012 წლის იანვარში შეეძინათ. გოგონა ამჟამად 9 წლის გახლავთ.

23 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული