Thumbnail

რობერტ პლანტი: გავამზადე ჩანაწერები, რომლებიც ჩემი სიკვდილის შემდეგ გავრცელდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, რობერტ პლანტმა თავისი პოდკასტის Digging Deep, The Robert Plant Podcast მეოთხე სეზონის პირველი ეპიზოდი გაავრცელა. 20-წუთიან გადაცემაში 72 წლის არტისტმა აღნიშნა, რომ კარანტინის პერიოდი არქივის შეგროვებას დაუთმო და შვილებს სთხოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ მასალები უფასოდ გააზიარონ.

რა არ მოსწონდა რობერტ პლანტს Led Zeppelin-ის ადრეულ სიმღერებში

ბობ დილანის სიმღერა, რომელიც რობერტ პლანტის შთაგონების წყაროდ იქცა

"შვილებს ვუთხარი, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ, არქივი პუბლიკას უფასოდ გაუზიარონ. რათა ნახონ, რამდენი რამ მოხდა 1966 წლიდან დღემდე. ჩემს ყველა თავგადასავალს, რომელიც მუსიკას, ტურნეებს, ალბომების გამოშვებასა და დაუსრულებელ პროექტებს უკავშირდება, თავი მოვუყარე და წესრიგში მოვიყვანე", - უთხრა მან პოდკასტის თანაწამყვანს, მარკ ევერიტს.

პლანტმა გაამხილა, რომ, გამოუქვეყნებელი მუსიკის გარდა, არქივი მოიცავს გზავნილებს, რომლებიც Atlantic Records-ის დამფუძნებლისგან, აჰმედ ერტეგიუნისგან მიუღია და დედის წერილს, რომელიც პირველად პანდემიის პერიოდში წაიკითხა.

რობერტ პლანტმა დაასახელა სიმღერა, რომელიც თავის მარტოსულ ბავშვობას ახსენებს

"დედაჩემისგან მიღებული წერილი ვნახე, რომელშიც მეუბნება - რა ჭირვეული ბიჭი ხარ, რატომ არ ბრუნდები. ამასთან, ბუღალტრის ვაკანსია ისევ არის სტოურპორტში. უბრალოდ, რატომ არ მოდიხარ სახლში, ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი მომხდარაო - მე კი ეს კონვერტი მხოლოდ სამი თვის წინ გავხსენი", - აღნიშნავს პლანტი.

რობერტ პლანტმა მუსიკალური კარიერა 1965 წელს დაიწყო. ის პოპულარული ლეგენდარულ ბრიტანულ როკ ჯგუფში Led Zeppelin მოღვაწეობით გახდა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone მუსიკოსი ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტებს შორის დაასახელა. 2018 წელს არტისტმა კონცერტი საქართველოში, Black Sea Arena-ზე გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული