Thumbnail

ნახეთ: Wolf Alice-მა კომპოზიცია Smile შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა Wolf Alice რადიოსადგურ BBC Radio 1-ის ეთერში გადაცემაში Big Weekend კომპოზიცია Smile შეასრულა. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მესამე ალბომში Blue Weekend იქნება წარმოდგენილი, რომელიც 4 ივნისს გამოიცემა.

ნახეთ: Wolf Alice - No Hard Feelings

Wolf Alice ლონდონში 2010 წელს შეიქმნა. გრემის ნომინანტმა ბენდმა 2015 წელს სადებიუტო სტუდიური ნამუშევარი My Love Is Cool გამოუშვა. ჯგუფს განსაკუთრებული პოპულარობა ჩანაწერში შესულმა სინგლმა Moaning Lisa Smile მოუტანა, რომელიც ბილბორდის ათეულში მეცხრე ადგილს იკავებდა. კოლექტივს ამ დრომდე ორი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული