Thumbnail

ნიუ იორკელმა პროდიუსერმა, კენეთ ჩარლზ ბლუმმა, ფსევდონიმით Kenny Beats, საავტორო შოუს The Cave მესამე სეზონის პირველი ეპიზოდი გამოაქვეყნა. გადაცემის სტუმარი თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი გაერთიანების Top Dawg Entertainment წევრი, აიზეა რაშადი გახლდათ.

ნახეთ: Isaiah Rashad - Lay Wit Ya

ნახეთ: Kenny Beats & The Alchemist X Boldy James - The Cave

სტუმართან საუბრის პარალელურად, კენი სტუდიაში ტრადიციულად ინსტრუმენტალის მზადების პროცესში იყო. შოუს დასასრულს კი აიზეამ სპეციალურად მისთვის შექმნილ 1990-იანი წლების მემფისური თრეფით შთაგონებულ ბითზე ფრისტაილი წაიკითხა.

რაშადმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. რეპერი 2013 წლიდან ლეიბლის TDE წევრია. ის ფართო საზოგადოებამ 2014 წლის მიქსტეიპით Cilvia Demo გაიცნო. ორი წლის შემდეგ კი არტისტმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი The Sun's Tirade ჩაუშვა. სტუდიურმა ნამუშევარმა მსმენელის მოწონება და კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული