Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა და არგენტინელმა მომღერალმა, მარია ბესერამ ახალი სიმღერა Qué Más Pues? და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ტრეკი ბალვინის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის დასახელება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ნახეთ: J Balvin & Khalid - Otra Noche Sin Ti

ნახეთ: J. Balvin - Tu Veneno

ნახეთ: J Balvin - Ma' G

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

მარია ბესერამ კი მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. მანამდე ის იუთუბერი გახლდათ. მარიას ამ დრომდე ორი EP აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული