Thumbnail

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ Save Your Tears შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში 2021 წლის iHeartRadio Music Awards-ის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე პოპულარულმა კანადელმა მუსიკოსმა, უიქენდმა ამერიკელ პოპვარსკვლავ არიანა გრანდესთან ერთად ჰიტი Save Your Tears შეასრულა. შეგახსენებთ, რომ არტისტებმა აპრილში ნამუშევრის ერთობლივი, რემიქს ვერსია ჩაწერეს.

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ ჰიტის Save Your Tears რემიქსი გაავრცელეს

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. 2020 წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული