Thumbnail

ბრუნო მარსმა და Anderson .Paak-მა კომპოზიცია Leave the Door Open შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, ბრუნო მარსი და კალიფორნიელი არტისტი, ანდერსონ ფექი კოლაბორაციული პროექტით Silk Sonic ლოს ანჯელესში, 2021 წლის iHeartRadio Music Awards-ზე წარდგნენ. მუსიკოსებმა დოლბის თეატრში შეკრებილი მაყურებლის წინაშე პირველი სინგლი Leave the Door Open შეასრულეს.

ნახეთ: ბრუნო მარსი და Anderson .Paak კლიპს Leave the Door Open ავრცელებენ

პოპვარსკვლავმა ბრუნო მარსმა და კალიფორნიელმა მულტიინსტრუმენტალისტმა, ანდერსონ ფექმა კოლაბორაციული პროექტი Silk Sonic 2021 წელს ჩამოაყალიბეს. მუსიკოსები ამჟამად სადებიუტო ალბომზე An Evening With Silk Sonic მუშაობენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული