Thumbnail

ნახეთ: ტილ ლინდემანი ბავშვთა დაცვის დღეს სიმღერას "მე მძულს ბავშვები" გაავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფის Rammstein-ის ფრონტმენი, ტილ ლინდემანი 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთშაორისო დღესთან დაკავშირებით, ახალ სოლო კომპოზიციას სახელწოდებით Ich Hasse Kinder (მე მძულს ბავშვები) გამოუშვებს. მანამდე მუსიკოსმა სიმღერის თიზერი გაავრცელა. რამდენიმეწამიან ვიდეოში ტილ ლინდემანი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში იმყოფება, კადრებში აგრეთვე ჩანს ვლადიმირ ლენინის სკულპტურა, რომელსაც თვალებიდან სისხლი სდის.

ნახეთ: ტილ ლინდემანმა კომპოზიციაზე Lubimiy Gorod კლიპი გადაიღო

Rammstein-ის კლიპის გაზიარების გამო რუსეთში მამაკაცს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ტილ ლინდემანმა შემოქმედებითი კარიერა 1981 წელს დაიწყო. ის ცნობილი ჯგუფში Rammstein მოღვაწეობით გახდა. არტისტს კოლექტივთან ერთად 45 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. შემსრულებელს რამდენიმე მხატვრულ ფილმშიც აქვს ნათამაშები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული