Thumbnail

ბრიტნი სპირსი: პატარა ვიყავი, როცა შვილები მეყოლა და ბავშვივით ვიქცეოდი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე თავის შვილებთან, 15 წლის შონ პრესტონთან და 14 წლის ჯეიდენ ჯეიმსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. პოსტის აღწერაში მუსიკოსმა აღნიშნა, რომ დედა ძალიან მცირე ასაკში გახდა, რის გამოც, ზოგჯერ, თავადაც ბავშვივით იქცეოდა.

დუმილის შემდეგ ბრიტნი სპირსმა სასამართლოში სიტყვით გამოსვლა მოითხოვა

ბრიტნი სპირსი: აქ იმისთვის არ ვარ, რომ სრულყოფილი ვიყო, მოსაწყენია

“შვილები ძალიან პატარა ასაკში მეყოლა. როცა ისინი აუზზე მიმყავდა, ყველა ბავშვი ჩემთან მოდიოდა, რადგან ყოველთვის უამრავი სათამაშო მქონდა ხოლმე წაღებული. თვითონაც მართლა ბავშვი ვარ", - წერს 39 წლის არტისტი.

ბრიტნის შვილები რეპერ კევინ ფედერლაინისგან შეეძინა, რომელზეც 2004-07 წლებში იყო დაქორწინებული. მომღერალს პირველი შვილი 24 წლის ასაკში ეყოლა.

ბრიტნი სპირსი: მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ნერვიულობთ

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული