Thumbnail

ზეინ მალიკი: მუსიკა, რასაც One Direction ქმნიდა, საერთოდ არ მომწონდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მუსიკოსმა, ზეინ მალიკმა პოპულარული ბოიბენდი One Direction 2015 წელს დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო. არტისტი გამოცემა The Fader-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ ბენდში ყოფნისას ის მუსიკა არ მოსწონდა, რასაც One Direction ქმნიდა.

ზეინ მალიკმა დაასახელა One Direction-ის წევრი, რომელიც მასზე უკეთეს მუსიკას ქმნის

ოუსმინეთ: ზეინ მალიკმა ალბომი Nobody Is Listening გამოუშვა

"One Direction ისეთ კომპოზიციებს ქმნიდა, როგორსაც მე პირადად არ ვუსმენ. ჩავრთავდი თუ არა ჩემს მეგობარ გოგონასთან ერთად ამ სიმღერებს წვეულებასა თუ პაემანზე? არა. ბენდში ყოფნის დროს ყველაფერი მომწონდა გარდა იმ მუსიკისა, რასაც ვაკეთებდით. სოლო კარიერაში კი ზუსტად იმას ვწერ, რაც თავად მომწონს", - აღნიშნა არტისტმა.

ზეინ ჯავად მალიკი სცენაზე 2010 წელს ბრიტანულ "იქს ფაქტორში" გამოჩნდა, შემდეგ კი კარიერა პოპულარულ ინგლისურ ბოიბენდში One Direction გააგრძელა. 2016-ში კი ის პირველი ბრიტანელი მამაკაცი არტისტი გახდა, რომლის სადებიუტო სინგლმაც Pillowtalk როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ჩარტებში პირველი ადგილი დაიკავა. ზეინს სამი სოლო სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული