Thumbnail

Cardi B საუბრობს, რას მიხვდა შვილის შეძენის შემდეგ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ ჟურნალ Vogue-ის რუბრიკაში 73 Questions მონაწილეობისას ისაუბრა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება და მსოფლმხედველობა მას შემდეგ, რაც შვილი შეეძინა. 28 წლის რეპერის თქმით, ის გამუდმებით საკუთარ გოგონაზე, ქალჩერზე ფიქრობს და ყველაფერს აკეთებს, რომ მას უზრუნველი მომავალი ჰქონდეს.

ნახეთ: რა რჩევებს აძლევს Cardi B ახალბედა დედებს

"შეიძლება, საჯდომი ვიქნიო; შეიძლება, მსოფლიოში ყველაზე არანორმალური ადამიანი გამოვჩნდე; შეიძლება, ხვალ ვიჩხუბო, მაგრამ მაინც შესანიშნავი დედა ვარ. სულ ჩემს შვილზე ვფიქრობ. როცა ვმუშაობ, ტელეფონით ბიზნესმენეჯერს ველაპარაკები და ვეუბნები - დარწმუნდი, რომ ჩემთვის გამოწერილი ჩეკის ნაწილი ჩემი შვილის დანაზოგში გადაირიცხება-მეთქი. ქალჩერს ძალიან დიდ სიყვარულს ვჩუქნი და მას მომავალს ვუმზადებ. მინდა, ვუთხრა, რომ იმ სიბინძურეებიდან, რაც ცხოვრებაში მიკეთებია, მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად რა, იმის ცოდნა, რომ შვილების ყოლა მინდოდა, იმაში მეხმარებოდა, რომ უფრო მეტი მემუშავა მათი მომავლის უზრუნველსაყოფად. მინდა, როცა ჩემი შვილი ოთახში შეაბიჯებს, თავი განსაკუთრებულ ქალად იგრძნოს", - ამბობს ქარდი.

Cardi B: როცა ცოტა ფული მქონდა, უფრო ბედნიერი ვიყავი

რეპერის თქმით, მანამ შვილი შეეძინებოდა, სხვებს ეკითხებოდა რჩევებს, თუმცა, დედობა რეალურად მას შემდეგ ისწავლა, რაც მისი გოგონა გაჩნდა.

"დედები მეუბნებოდნენ - შვილი როცა გეყოლება, ნახავ, რომ ყველაფერი შეიცვლება, ადვილი არ არისო. მართალი აღმოჩნდა. ისე კი, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ წიგნს წაიკითხავ, მაინც შვილის ყოლის შემდეგ მიხვდები ყველაფერს. ახლა დედებს იმაზე მეტ პატივს ვცემ, ვიდრე ოდესმე. მათ სხვა თვალით შევხედე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომლებსაც გამოცდილება ან ფული არ ჰყოფნით. არც კი ვიცი, როგორ ახერხებენ ისინი ბავშვების მოვლას", - აღნიშნავს მუსიკოსი.

ქარდიმ იმაზეც ისაუბრა, თუ რას მიხვდა მას შემდეგ, რაც შვილი ეყოლა და თავად რა უნდა, რომ ქალჩერმა მისგან ისწავლოს:

"მივხვდი, რომ დროულად ვერსად მიხვალ. გეგმის მიხედვით არაფერი წავა. მას კი, მინდა ჩავუნერგო, რომ დიდი ოცნებები ჰქონდეს და მათ ბოლომდე მიჰყვეს. მინდა, რომ წარმატებული და თავდაჯერებული იყოს".

Cardi B: ჩემი წარმომავლობის გამო სხვა არტისტებზე ნაკლებს მიხდიდნენ

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 2021 წის მარტში ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული