Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდეს ქორწილის ფოტოები

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

გასულ კვირას მედიაში დაიწერა, რომ ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ უძრავი ქონების აგენტ დელტონ გომესზე იქორწინა. ახლახან ჟურნალმა Vogue წვეულებიდან ექსკლუზიური ფოტოები გაავრცელა და მკითხველებს ქორწილის სამზადისიც უჩვენა. როგორც გამოცემა წერს, კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ოლქში მდებარე დასახლება მონტესიტოში, წყვილის სახლში გამართულ ცერემონიას უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები, სულ 20-მდე ადამიანი დაესწრო.

არიანა გრანდე დაქორწინდა

ფოტოგრაფ სტეფან კოლის სურათებში 28 წლის არტისტი Vera Wang-ის კაბით და Lorraine Schwartz-ის სამკაულებით არის აღბეჭდილი. არიანას მაკიაჟი ეშ ქეი ჰოლმმა გაუკეთა, მის ვარცხნილობაზე კი ჯოშ ლიუმ იზრუნა.

გრანდემ ქორწილიდან რამდენიმე ფოტო საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც თავად მუსიკოსი წერს, ცერემონია 15 მაისს გაიმართა.

27 წლის არიანა და 25 წლის დელტონი პაპარაცებმა პირველად 2020 წლის თებერვალში, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბარში Bar Louie აღბეჭდეს. მაისში კი გომესი გრანდეს და ჯასტინ ბიბერის კომპოზიციაზე Stuck with U გადაღებულ კლიპში გამოჩნდა. მას შემდეგ წყვილი აქტიურად აქვეყნებდა ერთობლივ სურათებსა და ვიდეოებს. მომღერალმა თაყვანისმცემლებს დეკემბერში ამცნო, რომ შეყვარებულზე დაინიშნა.

არიანა გრანდეს კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

არაიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული