Thumbnail

ნახეთ: Kodak Black კლიპს Dirty K აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კოდაკ ბლექმა კომპოზიციაზე Dirty K გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრეკი ფლორიდელი ჰიპ ჰოპ არტისტის ახალგავრცელებული მიქსტეიპის Haitian Boy Kodak ერთ-ერთი სინგლია. ჩანაწერის პროდიუსერები Nick Seeley, DzyOnDaBeat და KasimGotJuice არიან.

მოუსმინეთ: Kodak Black მიქსტეიპს Haitian Boy Kodak აქვეყნებს

ნახეთ: Kodak Black კლიპში Z Look Jamaican

ნახეთ: Kodak Black - Easter In Miami

კოდაკ ბლექმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა. ორი წლის შემდეგ კი კოდაკმა, რომელიც იმ დროისთვის ციხეში სასჯელს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის იხდიდა, საპატიმროდან მესამე სტუდიური ნამუშევარი Bill Israel გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული