Thumbnail

ნახეთ: BTS-მა სტივენ კოლბერის შოუში სინგლი Butter შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS სტივენ კოლბერის ღამის შოუში მიიღო მონაწილეობა. გადაცემის მუსიკალურ ნაწილში ბიჭებმა ახალი სინგლი Butter შეასრულეს. კოლექტივმა პერფორმანსი კორეაში, ერთ-ერთ საქორწინო დარბაზში გადაიღო.

BTS-ის ახალმა სინგლმა Butter იუთუბზე რეკორდი დაამყარა

BTS 2013 წელს სეულში ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კომენტარები

ბოლოს დამატებული