Thumbnail

ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ემინემის მიერ დაარსებული ლეიბლის Shady Records წევრი, კალიფორნიელი რეპერი, ენტონი დიქსონი, ფსევდონიმით Westside Boogie, მსმენელს ვიზუალურ ნამუშევართან ერთად გამოქვეყნებულ ახალ ფრისტაილს Coochie სთავაზობს.

ნახეთ: Westside Boogie - Whoopty (Freestyle)

ნახეთ: Westside Boogie - Do 4 Love (Freestyle)

ნახეთ: Westside Boogie - Said Sum (Freestyle)

ახალგაზრდა დასავლელი შემსრულებელი წლის ბოლომდე ალბომის გამოშვებას გეგმავს. მიმდინარე თვეში ბუგიმ სტუდიაში ემინემთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას თავისი ახალი მუსიკა მოასმენინა. შედეგად ემინემმა კალიფორნიელ კოლეგას სტუდიური ნამუშევრის გამოქვეყნების უფლება მისცა.

კომპტონელმა მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ოფიციალური მიქსტეიპით Thirst 48 Part II გახდა, რომლის მთავარი კომპოზიციებიც Nigga Needs და Sunroof გახლავთ. 2017 წლიდან ბუგი ლეგენდარული დეტროიტელი არტისტის, ემინემის ლეიბლის Shady Records წევრია. 2019 წლის დასაწყისში რეპერმა სადებიუტო ალბომი Everythings For Sale გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული