Thumbnail

ჯეი ზი: კარიერის დასაწყისში კომპოზიციების ტექსტები მავიწყდებოდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანი ნიუ იორკელი მუსიკოსი და ბიზნესმენი, შონ კარტერი, ფსევდონიმით Jay-Z, 28 მაისს საკაბელო ტელევიზია HBO-ს გადაცემის The Shop: Uninterrupted მეოთხე სეზონის პირველი ეპიზოდის სტუმარი იქნება. შოუს სარეკლამო ვიდეოში ჯეი ზის ლეგენდარული კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი ეკითხება, სცენაზე ყოფნისას თუ შექმნია უხერხულობა, რაც აუდიტორიას არ შეუმჩნევია.

Jay-Z და LL Cool J როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრები გახდებიან

ჯეი ზიმ უპასუხა კითხვას, როგორ სურს, რომ ხალხს დაამახსოვრდეს

"კარიერის დასაწყისში გამართულ კონცერტებზე კომპოზიციების ტექსტი ხშირად მავიწყდებოდა", - გაამხილა ჯეი ზიმ.

23 გრემის მფლობელმა ჯეი ზიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო ჩანაწერი Reasonable Doubt, რომელიც გაყიდვაში 1996 წელს ჩაეშვა, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. მუსიკალურმა გამოცემამ Rolling Stone ნამუშევარი ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს შონ კარტერის ქონებამ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, ჯეი პირველი მილიარდერი ჰიპ ჰოპ არტისტი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული