Thumbnail

მაიკლ ჯექსონის შვილი იხსენებს, როგორი იყო მისი ცხოვრება ბავშვობაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა სუპერმოდელ ნაომი კემპბელის გადაცემაში No Filter სტუმრობისას გაიხსენა, რას ნიშნავდა მაიკლის შვილობა ბავშვობაში.

პერის ჯექსონი: მამაჩემის ყოველთვის მოახდენს გავლენას იმაზე, რასაც გავაკეთებ

პერის ჯექსონი: ყოველთვის მეშინოდა, რომ მამაჩემს შემადარებდნენ

"კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში დავიბადე, მაგრამ გავიზარდე ყველგან. რამდენიმე წელი სანტა ბარბარაში გავატარეთ. მამას ყველგან დავყვებოდით - აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთით, გაერთიანებულ სამეფოში, ევროპაში, შუა აღმოსავლეთში. დიდი ბედნიერება და პრივილეგია იყო, ასეთ მცირე ასაკში ამდენი რამის გამოცდის საშუალება რომ მოგვეცა. მამაჩემი მაქსიმალურად ზრუნავდა იმაზე, რომ კულტურულები და განათლებულები ვყოფილიყავით; რომ ჩვენთვის მხოლოდ გლამურული და მდიდრული კუთხით არ ეჩვენებინა ცხოვრება. ყველაფერს ვხედავდით - მესამე სამყაროს ქვეყნებსაც. ყველა მხარეს ვეცნობოდით", - ამბობს პერისი.

23 წლის გოგონას თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრივილეგირებული ბავშვობა ჰქონდა, მაიკლმა იმაზეც იზრუნა, რომ მის შვილებს შრომის ფასი ესწავლათ.

"მჯერა, რომ ჩემით უნდა მივაღწიო ყველაფერს. უნდა ვიარო სინჯებზე, ბევრი ვიშრომო. ასე იყო ბავშვობაშიც. თუ ხუთი სათამაშო გვინდოდა, ხუთი წიგნი უნდა წაგვეკითხა", - იხსენებს პერისი.

მუსიკოსს პერისი და მისი ძმა, პრინსი დები როუისთან ქორწინებიდან შეეძინა. მაიკლი ცოლს 1999 წელს გაშორდა. 2002 წელს მას კიდევ ერთი ვაჟი, პრინს მაიკლ II ანონიმურმა სუროგატმა დედამ გაუჩინა.

მაიკლ ჯექსონის შვილი იხსენებს, რას ასწავლიდა მამამისი

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2020 წლის ნოემბერში პერისმა სადებიუტო ალბომი Wilted გამოუშვა. გოგონა გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული