Thumbnail

სიმღერები, რომლებიც ლედი გაგამ ბრიტნი სპირსისთვის დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლედი გაგა კარიერის დასაწყისში სხვა შემსრულებლებისთვის აქტიურად წერდა სიმღერებს. მან მუსიკალურ გამომცემლობასთან Sony Music Publishing გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, კომპოზიციები უნდა შეექმნა ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან: ბრიტნი სპირსი, ფერჯი, ჯგუფი The Pussycat Dolls და სხვები. ბრიტნი თავის მეექვსე ალბომზე Circus მუშაობდა, როცა გაგამ მას რამდენიმე ტრეკი შესთავაზა. ერთ-ერთი მათგანი, Quicksand, მომღერალმა სტუდიაშიც ჩაწერა, თუმცა, ალბომში არ შეუტანია. ის მხოლოდ Circus-ის დელუქს ვერსიის ევროპულ გამოცემაში მოხვდა.

ლედი გაგა: 19 წლის ასაკში პროდიუსერმა გამაუპატიურა, რის შედეგადაც დავორსულდი

რატომ ფიქრობს Bono, რომ ლედი გაგას Born This Way სრულყოფილი სიმღერაა

რადიოსადგურში SiriusXM სტუმრობისას გაგას ჰკითხეს - "სხვებისთვის სიმღერების დაწერა შინაგანად გკლავდა? ალბათ, ამბობდი - ეს ის სიმღერებია, რომლებიც მე უნდა შემესრულებინაო".

"მეხუმრებით? თვით ბრიტნი სპირსმა შეასრულა ჩემი სიმღერა", - უპასუხა მაშინ გაგამ.

Quicksand ბრიტნის ნაკლებად ცნობილ სიმღერად დარჩა და კომერციული წარმატება არ მოჰყოლია.

კიდევ ერთი ნამუშევარი, რომელიც ლედი გაგამ იმ პერიოდში ბრიტნისთვის შექმნა, კომპოზიცია Telephone გახლდათ. სპირსმა მის დემო ვერსიაზე იმუშავა, თუმცა, საბოლოოდ თავი მიანება. ამის შემდეგ გაგამ სიმღერა ამერიკელ პოპვარსკვლავ ბიონსესთან ერთად ჩაწერა და საკუთარ EP-ში The Fame Monster შეიტანა. ბრიტნის შთაგონებით დაწერილი ტრეკი, რომელიც 2010 წელს გავრცელდა, დიდ ჰიტად იქცა და 2011 წელს გრემის ნომინაციაც მიიღო საუკეთესო ვოკალური პოპ კოლაბორაციის კატეგორიაში.

12 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული