Thumbnail

ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობის, თანამედროვე თრეფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, რადრიკ დევისი, ფსევდონიმით Gucci Mane, მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ კომპოზიციას Poppin სთავაზობს. კოლაბორაციულ ჩანაწერში "გუვოფის" მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების The New 1017 წევრი BigWalkDog მონაწილეობს. ტრეკი გავლენიანი ატლანტელის მომავალ ალბომში Ice Daddy შევა.

Gucci Mane: ჩემი მტრებისთვის სახლში ალიგატორი მყავს

ნახეთ: გუჩი მეინი კლიპს CEO Flow აქვეყნებს

ნახეთ: Gucci Mane x Lil Baby - Both Sides

გუჩი მეინმა, რომელიც თავს ჰიპ ჰოპის ქვეჟანრის, თრეფის ერთ-ერთ პიონერს უწოდებს, მუსიკალური კარიერა 2001 წელს დაიწყო. მანამდე სამხრეთელი რეპერი ნარკომოვაჭრე და განგსტერი გახლდათ. ატლანტელი მუსიკოსი კანონდარღვევების გამო, ციხის გისოსებს მიღმა სამჯერ აღმოჩნდა. არტისტის დისკოგრაფიაში, რომელიც მიქსტეიპების სიმრავლით გამოირჩევა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად 2016 წელს გამოშვებული ალბომი Everybody Looking ითვლება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული