Thumbnail

ნახეთ: ფინქ სიფუმ 10-წუთიანი პერფორმანსი NEGRO’s 6 გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ანდერგრაუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და განსხვავებულმა წარმომადგენელმა, ლივინგსტონ მეთიუსმა, სასცენო სახელით Pink Siifu, იუთუბზე 10-წუთიანი ლაივი სახელწოდებით NEGRO’s 6 გამოაქვეყნა. პერფორმანსის განმავლობაში ექსპერიმენტულმა მუსიკოსმა ბენდთან ერთად ძირითადად 2020 წლის ალბომში NEGRO და მის დელუქს ვერსიაში შესული კომპოზიციების ნაწყვეტები შეასრულა.

ნახეთ: Pink Siifu კლიპს Cointail აქვეყნებს

ნახეთ: Pink Siifu და Fly Anakin კლიპში Open Up Shop

ნახეთ: Pink Siifu მოკლემეტრაჟიან ფილმს NATION TYME აქვეყნებს

კალიფორნიელმა არტისტმა ლეგენდარული ჯგუფის, "აუთქასთის" კომპოზიციიდან Return Of The G ანდრე 3000-ის ვერსის მონაკვეთი და კომპტონელი ემსის, ქენდრიქ ლამარის ჩანაწერის U ნაწილიც შესთავაზა მსმენელებს.

ფინქ სიფუმ მუსიკალური მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მომდევნო წელს ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა ფილადელფიელ მულტიინსტრუმენტალისტ Swarvy-სთან ერთად სადებიუტო ალბომი Twothousandnine გაავრცელა. მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2018 წელს გამოცემული ნამუშევრით Ensley გახდა. თუმცა, კალიფორნიელი რეპერისთვის განსაკუთრებული წარმატების მომტანი 2020 წლის სტუდიური ნამუშევარი NEGRO გახლდათ, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება მოიპოვა. გამორჩეული წელი ლივინგსტონმა ვირჯინიელ რეპერ ფლაი ენექინთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრით დააგვირგვინა, რომელმაც კრიტიკოსებისა და არაერთი გავლენიანი გამოცემის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული