Thumbnail

Tekashi 6ix9ine-მა გაამხილა, რამდენს უხდიან ერთ კონცერტში

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტეკაში სიქსნაინმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე ტექსასში, მულტიფუნქციურ კომპლექს Payne Arena-ზე გამართული კონცერტიდან გაავრცელა კადრები. პოსტის აღწერის გრაფაში კი მუსიკოსმა განაცხადა, რომ მას ერთ ივენთში ჰონორარის სახით ნახევარ მილიონ დოლარს უხდიან, რაც სხვა რეპერების შემოსავალს მნიშვნელოვნად აღემატება.

ნახეთ: ტეკაში სიქსნაინმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ პირველი კონცერტი გამართა

Tekashi 6ix9ine: ვაღიარებ, რომ ბედნიერი არ ვარ, ღმერთის რწმენა არ დაკარგოთ

Tekashi 6ix9ine განმარტავს, როგორ დაიკლო წონაში

"რეპერები ცრუობენ, რომ ერთ შოუში 200 000 დოლარს იღებენ და ამ დროს მაქსიმუმ 700 უმოძრაო ადამიანის წინაშე მართავენ კონცერტს. მე წელიწადში 4 ტრეკს ვუშვებ და ივენთში 500 000-ს მიხდიან, თანაც დარბაზებს ვავსებ. გადაეცით ამ ჰიპ ჰოპ არტისტებს, ბევრს ნუ ლაპარაკობენ", - წერს სიქსნაინი ვიდეოს აღწერაში.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული