Thumbnail

ნახეთ, რა ეცვათ მუსიკოსებს Billboard Music Awards-ის წითელ ხალიჩაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში 2021 წლის ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიის ნომინანტებმა და მიწვეულმა სტუმრებმა დარბაზში შესვლამდე ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი და კამერების წინ ცნობილი დიზაინერების ძვირადღირებულ სამოსს გაუწიეს დემონსტრირება.

ნახეთ: 2021 წლის Billboard Music Awards-ის გამარჯვებულები

ნახეთ: რა ეცვათ მუსიკოსებს ოსკარის დაჯილდოებაზე

გთავაზობთ გამორჩეულად ჩაცმულ მუსიკოსებს წითელი ხალიჩიდან:

Alicia Keys

პოპულარულმა არენბი შემსრულებელმა, ალიშა ქისმა Valentino-ს სამოსი მოიხდინა. 

P!nk

ამერიკელი პოპვარსკვლავი ფსევდონიმით P!nk, რომელსაც მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა, კამერებმა შვილების, უილოუსა და ჯემერსონის გარემოცვაში აღბეჭდეს. 

Machine Gun Kelly

კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, წითელ ხალიჩაზე შეყვარებულთან, ამერიკელ მსახიობ მეგან ფოქსთან ერთად მივიდა. 

Drake

წითელ ხალიჩაზე გაიარა კანადელმა სუპერვარსკვლავმა დრეიქმა, რომელიც დაჯილდოებაზე დეკადის არტისტად დაასახელეს. 

Doja Cat

პოპულარულმა კალიფორნიელმა არტისტმა, ამალარატნა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat არჩევანი Balmain-ზე შეაჩერა. 

The Weeknd

წითელ ხალიჩაზე გაიარა კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd, რომელიც 10 ნომინაციაში გამარჯვებით ღონისძიების ტრიუმფატორი გახდა.

Nick Jonas

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Jonas Brothers-ის წევრი, ნიკ ჯონასი, რომელიც წელს ბილბორდის დაჯილდოებას უძღვებოდა, წითელ ხალიჩაზე ცოლთან, ინდოელ მსახიობ პრიანკა ჩოპრასთან ერთად აღბეჭდეს. ნიკს Fendi-ს კოსტიუმი ეცვა, პრიანკა კი Dolce & Gabbana-ს კაბით იწონებდა თავს. 

Jonas Brothers

ნიკმა Jonas Brothers-ის დანარჩენ წევრებთან, ჯო და კევინ ჯონასებთან ერთადაც გადაიღო სურათები.

Saweetie

წითელ ხალიჩაზე ვიხილეთ კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი სოუითი. მას Giambattista Valli-ს კაბა ეცვა.

H.E.R.

ახალგაზრდა არენბი შემსრულებელმა, გაბრიელა უილსონმა Dior-ის სამოსზე შეაჩერა არჩევანი.    

Bad Bunny

პუერტორიკოელ მუსიკოს ბედ ბანის ტყავის შავი კოსტიუმი ეცვა, რომელსაც Gucci-ს სათვალე შეუხამა. 

DJ Khaled

წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ცნობილი პროდიუსერი, დიჯეი ქალიდიც. მან არჩევანი Dolce & Gabbana-ს სამოსსზე შეაჩერა.

Karol G

კოლუმბიელი მუსიკოსი, კეროლ ჯი Celia Kritharioti-ს გამჭვირვალე კაბითა და Le Silla-ს ფეხსაცმლით იწონებდა თავს. 

Marshmello

კამერების წინაშე ჩვეული იმიჯით გამოჩნდა ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Marshmello.

Iann Dior

წითელ ხალიჩაზე ასევე ვიხილეთ 22 წლის ამერიკელი მუსიკოსი, იან დიორი. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული