Thumbnail

BTS-ის ჯონგუქს ჰკითხეს, რომელიმე მუსიკოსისთვის თუ მიუბაძავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის წევრ ჯონგუქს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში ჰკითხეს, ოდესმე გასჩენია თუ არა სურვილი, რომელიმე არტისტისთვის მიებაძა. პასუხად 23 წლის მუსიკოსმა ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე დაასახელა.

რატომ გაუჭირდა BTS-ის ჯონგუქს ჰიტის Dynamite შესრულება

BTS-ის ჯონგუქმა ტვიტერზე რეკორდი დაამყარა

"ზოგადად, ვცდილობ, მრავალი ჟანრის მუსიკას ვუსმინო. საკუთარ შესრულების მანერასაც ასე მივაგენი - სხვების კომპოზიციებს ვყვებოდი და ვცდილობდი, მესწავლა, როგორ მღეროდნენ ისინი. ჩემთვის დაუვიწყარი მომენტი იყო, როცა ჩვენი ტურნეს დროს არიანა გრანდეს კონცერტზე წასვლის შანსი მომეცა. მისმა სასცენო გამოსვლამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ფიზიკურად ძალიან პატარაა და რისი გაკეთება შეუძლია სცენაზე და როგორი ვოკალური შესაძლებლობები აქვს, ძალიან შთამბეჭდავია. მომინდა, მიმებაძა და მისგან მესწავლა. სწორედ ამან მომანდომა განვითარება და შემოქმედებითი ზრდა", - ამბობს არტისტი.

ჯონგუქი კონცერტის შემდეგ საყვარელ მომღერალს კულისებშიც ესტუმრა. მოგვიანებით არიანამ მასთან ერთად გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა წარწერით:

"ვყვირი. უდიდესი მადლობა, რომ ჩემს შოუზე მოხვედი, ჯონგუქ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მიყვარხარ’’.

აღსანიშნავია, რომ არიანას და ჯონგუქის გზები 2020 წელსაც გადაიკვეთა, როცა გოგონა გრემის 62-ე ცერემონიის წინ "ბითიესის’’ რეპეტიციას დაესწრო.

"ნახეთ, ვის გადავეყარე რეპეტიციაზე", - დაწერა მან.

მოგვიანებით კი, BTS-ის ერთ-ერთ ფანს, რომელიც ბიჭების დაფასებისთვის მადლობას უხდიდა, დაუკომენტარა:

"მათ რეპეტიციას დავესწარი და ეს ყველაზე საოცარი რამ იყო, რაც ოდესმე მინახავს, მართლა, არ ვხუმრობ. ვყვიროდი. დღემდე ამაზე ვლაპარაკობ".

ნახეთ: BTS ახალ ვიდეორგოლს Butter ავრცელებს

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის პარალელურად, სოლო კომპოზიციებსაც ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კი რეჟისორის როლიც მოირგო კოლექტივის სიმღერაზე Life Goes On გადაღებული კლიპით.

კომენტარები

ბოლოს დამატებული