Thumbnail

"სპოტიფაიმ" R. Kelly-სა და Xxxtentacion-ის შემოქმედება ფლეილისტებიდან ამოიღო

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკალურმა პლატფორმამ Spotify ცნობილი არტისტების R. Kelly-სა და Xxxtentacion-ის შემოქმედება საკუთარი ფლეილისტებიდან და ალგორითმული რეკომენდაციებიდან ამოიღო. 

ეს გადაწყვეტილება პლატფორმის მიერ სიძულვილის ენის წინააღმდეგ წარმოებული ახალი პოლიტიკის ნაწილია. "სპოტიფაის" ადმინისტრაცია აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ განცხადებას აკეთებს:

"მათი ნამუშევრები პლატფორმაზე კვლავინდებურად ხელმისაწვდომია. თუმცა, "სპოტიფაი" ამ მუსიკოსების აქტიურ მხარდაჭერას წყვეტს. არტისტის საქციელის გამო კონტენტს ცენზურას არ დავადებთ. მაგრამ ჩვენ გვსურს, ორგანიზაციის სარედაქციო პოლიტიკა ჩვენივე ღირებულებებს შეესაბამებოდეს. როდესაც მუსიკოსი ვინმეს ზიანს აყენებს და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ, ეს კომპანიის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება".

ლეგენდარულ არენბი მომღერალს, ქელის არაერთხელ დასდეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში, ახალგაზრდა რეპერს კი ორსული ცოლის ცემისთვის შინაპატიმრობა მიესაჯა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული