Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსები, შერონ ვან ეტენი და ენჯელ ოლსენი ახალ კომპოზიციას Like I Used To და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებენ. ტრეკის პროდიუსერი გრემის მფლობელი არტისტი, ჯონ კონგლტონი გახლავთ. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი კი რეჟისორი კიმბერლი სტაკვიშია.

მოუსმინეთ: Sharon Van Etten - On Your Way Now

ნახეთ: Angel Olsen - Alive and Dying

შერონ ვან ეტენმა მოღვაწეობა 2007 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი შემოქმედება ინდი როკსა და ფოლკ როკს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ არტისტმა 2017 წელს დევიდ ლინჩის საკულტო სერიალის Twin Peaks ექვს ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.

ენჯელ ოლსენმა კი მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Half Way Home გაავრცელა. მომღერალს განსაკუთრებული წარმატება 2016 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა My Woman მოუტანა. მუსიკოსის შემოქმედება ინდი როკსა და ინდი ფოლკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული