Thumbnail

როგორ იხსენებს Madonna მაიკლ ჯექსონთან რომანს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსები, მაიკლ ჯექსონი და მადონა 1980-90-იან წლებში პოპ მუსიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები იყვნენ. მათ ერთმანეთი საერთო მენეჯერის, ფრედი დემენის საშუალებით გაიცნეს და ხანმოკლე რომანიც ჰქონდათ. 2016 წელს, ჯეიმს კორდენის Carpool Karaoke-ში სტუმრობისას, მადონამ მათი ურთიერთობის დეტალები გაიხსენა.

ნახეთ: მადონა სნუპ დოგის კლიპში Gang Signs მონაწილეობს

რატომ სთხოვა მადონამ რიტა ორას დაჩოქება

წამყვანის კითხვაზე, ვინ გადადგა პირველი ნაბიჯი, მადონამ უპასუხა:

"თუ სიმართლე გაინტერესებს, ეს მე ვიყავი, რადგან მაიკლი ცოტათი მორცხვი იყო. ინიციატივას არ იჩენდა, მაგრამ ყველაფერში მომყვებოდა. ჯერ ჭიქა ღვინო შევთავაზე, რომ მოდუნებულიყო - ამან საოცრება მოახდინა, ჩემმა ტაქტიკამ კარგად იმუშავა", - ამბობდა მადონა.

ჯეიმსი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა წყვილს ფრანგული კოცნა.

"კი, ენის გამოყენებით" - უპასუხა მადონამ.

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა მადონას გარეგნობა წლების განმავლობაში

მადონასა და მაიკლ ჯექსონს კარიერის განმავლობაში ერთობლივი ნამუშევარი არ გამოუშვიათ. ცნობილია, რომ მათ მაიკლის ალბომში Dangerous შესული სიმღერა In the Closet ერთად უნდა ჩაეწერათ, თუმცა, მადონას მიერ დაწერილი ტექსტი ჯექსონმა ზედმეტად პროვოკაციულად მიიჩნია და საბოლოოდ კოლაბორაცია არ შედგა. აღსანიშნავია, რომ პოპის დედოფალი პოპის მეფის კომპოზიციებს ზოგჯერ საკუთარ კონცერტებზე ასრულებდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული