Thumbnail

დონ თოლივერმა მომავალი ალბომის L.O.A.D შესახებ ახალი დეტალები გაამხილა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, ტრევის სკოტის მიერ ჩამოყალიბებული გაერთიანების JackBoys წევრის, დონ თოლივერის ახალი ალბომი L.O.A.D ივლისში გამოიცემა. სტუდიურ ნამუშევართან დაკავშირებული დეტალების შესახებ ახალგაზრდა ჰიუსტონელმა ჟურნალ Flaunt Magazine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ნახეთ: Don Toliver - What You Need

ცნობილი გახდა ალბომში მონაწილე რამდენიმე არტისტის ვინაობა, მათ შორისაა ლეგენდარული ქუინსელი ემსი, ნასი, თრეფ მიმდინარეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, გუჩი მეინი, დეტროიტელი ბიგ შონი და, რა თქმა უნდა, ტრევის სკოტი.

დონ თოლივერმა მუსიკალური მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ჰიუსტონელი მუსიკოსი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ტრევის სკოტის კომპოზიციიდან Can't Say გახდა. 2019 წელს არტისტმა ჰიპ ჰოპ გაერთიანების JACKBOYS ამავე სახელწოდების მქონე კომპილაციურ ალბომში მიიღო მონაწილეობა, 2020 წელს კი ლეგენდარულ ემინემთან ტრეკის No Regrets ჩაწერისას ითანამშრომლა. იმავე წლის 13 მარტს გაყიდვაში თოლივერის სადებიუტო ალბომი Heaven Or Hell ჩაეშვა. მისი შემოქმედება ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის ნაზავია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული