Thumbnail

A$AP Rocky: რიანა ჩემი ცხოვრების სიყვარულია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, A$AP Rocky-მ ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცნობილ ბარბადოსელ მომღერალ რიანას ხვდება. ეისეფის თქმით, რირი მისი ცხოვრების სიყვარულია და მასთან თავს კომფორტულად გრძნობს.

ნახეთ: A$AP Rocky და რიანა Fenty Skin-ის სარეკლამო ვიდეოში

"ურთიერთობაში ყოფნა კარგია, როცა იმ ერთადერთს შეხვდები. რიანა ჩემთვის მილიონ ქალს უდრის. მივხვდი, რომ სწორედ ისაა ერთადერთი. ჩემი ცხოვრების სიყვარულია", - ამბობს ეისეფი.

მუსიკოსმა რიანასთან ერთად ბარბადოსში რომანტიკული დასვენებაც გაიხსენა. აღსანიშნავია, რომ რეპერი მამის მხრიდან თავადაც ბარბადოსელია.

"ეს სახლში დაბრუნებას ჰგავდა. სიგიჟეა. ყოველთვის ვფიქრობდი, როგორი იყო მამაჩემის ცხოვრება ამერიკაში ჩამოსვლამდე. იმ ადგილებს რომ ვესტუმრე, თუ დამიჯერებთ, ნოსტალგია ვიგრძენი. ყველაფერი უცხო იყო, მაგრამ თან ნაცნობიც", - აღნიშნავს ის.

ეისეფი და რიანა ერთმანეთს გასული წლიდან ხვდებიან. მათ ურთიერთობაზე მითქმა-მოთქმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ წყდებოდა. მას შემდეგ, რაც რირი არაბ მილიარდერს, ჰასან ჯამილს დაშორდა, ჟურნალისტებმა ის როქისთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში შენიშნეს. თუმცა, წყვილის რომანტიკული ურთიერთობა უფრო მას შემდეგ გახდა სარწმუნო, რაც შობის დღესასწაულის ოჯახურ გარემოში აღსანიშნავად ბარბადოსში ჩასულ რიანას რეპერმა ჩააკითხა. პაპარაცებმა ისინი ხელიხელჩაკიდებული აღბეჭდეს. მუსიკოსები აქამდე თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდნენ.

ეისეფი და რიანა ბარბადოსში

რიანას და როქის შემოქმედებითი კარიერაც აკავშირებთ. რეპერი მომღერლის ტრეკის Cockiness (Love It) რემიქს ვერსიაში მონაწილეობს, ბარბადოსელი კი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის ცნობილ კლიპში Fashion Killa.

კომენტარები

ბოლოს დამატებული