Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, კრისტოფერ სმიტი, ფსევდონიმით Smino, ახალ კომპოზიციას Rice & Gravy ავრცელებს. სამხრეთელი რეპერის ჩანაწერის პროდიუსერი Monte Booker გახლავთ. ტრეკი სმინოს მომავალი ალბომის სინგლია.

მოუსმინეთ: Smino x J.I.D - Baguetti

კრისტოფერმა კარიერა 2009 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მან კოლექტივი Zero Fatigue ჩამოაყალიბა. კოლეგებთან Noname და Saba ერთად სმინო სუპერჯგუფის Ghetto Sage წევრია. ამ დრომდე სამხრეთელს ორი სოლო სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული