Thumbnail

არქივი: Kung Fu Junkie კომპოზიციას Error Cowboy ასრულებს (2009)

პოპულარული ქართული ალტერნატიული ელექტროპოპ კოლექტივი Kung Fu Junkie ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში კომპოზიციას Error Cowboy ასრულებს. ვიდეო 2009 წელს არის გადაღებული.

► არქივი: Kung Fu Junkie-ის პირველი დემო ჩანაწერი "Dance აერობიკა" (2007)

აღსანიშნავია, რომ ამ გამოსვლისას ჯგუფის შემადგენლობაში მის დამაარსებლებთან, თაზო ლიპარტელიანთან (გრინჩი), ზურა ჯიშკარიანთან (Dilla), არჩილ ქელბაქიანთან (ფარჩილა) და ამიკო ნინუასთან (MC Cutkill) ერთად პოპ დუეტის SvanSikh მომავალ წევრს, ანანო სიხარულიძეს ვხედავთ.

Kung Fu Junkie ზურა ჯიშკარიანმა (Dilla), თაზო ლიპარტელიანმა (გრინჩი), ამიკო ნინუამ (MC CutKill) და არჩილ ქელბაქიანმა (ფარჩილა) 2007 წელს ჩამოაყალიბეს. მალევე ეს უკანასკნელი თემო ეზუგბაიამ (Vinda Folio) შეცვალა, მოგვიანებით კი კოლექტივს მაქსიმე მაჩაიძე დაემატა. 2011 წელს გერმანულ ლეიბლზე Progrezo Records მუსიკოსების სადებიუტო EP სახელად Dance 2 the Light გამოიცა, რასაც ერთი წლის შემდეგ საქართველოში გამოშვებული სინგლი Yoshiwara Bitch და EP Summer in the Sky, ასევე თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩატარებული კონცერტის DVD მოჰყვა. 2016 წელს, გრინჩის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებამ აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა შეწყვიტა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული