Thumbnail

ნახეთ: Blackpink-ის ჯენი Calvin Klein-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის წევრი, ჯენი ამერიკული ბრენდის, Calvin Klein-ისა და დიზაინერ ჰერონ პრესტონის 2021 წლის კოლექციის Drop 02 სახეა. 25 წლის მუსიკოსმა სარეკლამო კამპანიის Jennie wears Calvin ფარგლებში ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. მას სურათები კორეელმა ფოტოგრაფმა, კიმ ჰე ჯუნმა გადაუღო.

ნახეთ: Blackpink-ის ლისა იაპონური Vogue-ს ფოტოსესიაში

Blackpink-ის როზე Tiffany & Co.-ს სახე გახდა

ჯენიმ პოპულარობა "ბლექფინქში" მოღვაწეობით მოიპოვა. სეულში 2016 წელს ჩამოყალიბებული კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნამუშევრად კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du ითვლება, რომლის დამსახურებითაც "ბლექფინქი" პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა. რაც შეეხება მის სოლო კარიერას, ჯენის დებიუტი 2018 წელს სინგლით Solo შედგა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული