Thumbnail

რატომ გაუჭირდა BTS-ის ჯონგუქს ჰიტის Dynamite შესრულება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა ჟურნალმა Rolling Stone პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, BTS-ის წევრებთან ინდივიდუალური ინტერვიუები ჩაწერა. გამოცემამ კოლექტივის წევრ ჯონგუქს სხვადასხვა თემაზე დაუსვა შეკითხვები, მათ შორის ჰიტთან Dynamite დაკავშირებით, რა დროსაც 23 წლის მუსიკოსმა გაამხილა, რომ ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულება გაუჭირდა.

BTS-ის ჯონგუქმა ტვიტერზე რეკორდი დაამყარა

"თავიდან მეგონა, რომ სიტყვებს სწორად წარმოვთქვამდი, მაგრამ რეპეტიციებისა და სტუდიური სესიების პროცესში გავიაზრე, რომ კიდევ ბევრი მქონდა სამუშაო. ჩემი გამოთქმები საკმარისად კარგი არ იყო, ენა არ მქონდა გავარჯიშებული ინგლისურ სიტყვებზე, მაგრამ, რაც უფრო მეტს ვვარჯიშობდი და ვმღეროდი, უფრო ბუნებრივად გამომდიოდა ამ კომპოზიციის შესრულება. ასე რომ, ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო, ბევრი რამ ვისწავლე მისი ჩაწერის პროცესში", - ამბობს მუსიკოსი.

ჯონგუქს ისიც ჰკითხეს, კარიერის განმავლობაში რომელმა მომენტმა იმოქმედა მასზე ყველაზე მეტად.

"ამერიკული ჩარტების სათავეში მოხვედრა, გრემიზე ნომინირება, ყველა ჯილდოს მიღება დიდი პატივი და გამოცდილება იყო, მაგრამ ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტი, დაბადებიდან სიკვდილამდე, სცენიდან არმის დანახვაა და ეს არასდროს შეიცვლება", - აღნიშნავს შემსრულებელი.

ჯონგუქმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს, BTS-ში მოღვაწეობით დაიწყო. ის პარალელურად, სოლო კომპოზიციებსაც ავრცელებს. ცოტა ხნის წინ კი რეჟისორის როლიც მოირგო კოლექტივის სიმღერაზე Life Goes On გადაღებული კლიპით.

კომენტარები

ბოლოს დამატებული