Thumbnail

არიანა გრანდე დაქორწინდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე და უძრავი ქონების აგენტი ლოს ანჯელესიდან, დელტონ გომესი დაქორწინდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ People-ს მუსიკოსთან დაახლოებულმა წყარომ დაუდასტურა. ცერემონია კალიფორნიაში, სანტა ბარბარას ოლქში მდებარე დასახლება მონტესიტოში, წყვილის სახლში ვიწრო წრეში გაიმართა.

არიანა გრანდე: საკუთარ მენტალურ პრობლემაზე ღიად საუბარი არ უნდა მოგერიდოთ

ნახეთ: The Weeknd-მა და არიანა გრანდემ ჰიტის Save Your Tears რემიქსი გაავრცელეს

"არისაც და დელტონსაც უყვართ მონტესიტო. იქ დიდ დროს ატარებენ. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ მათ სწორედ ამ ლამაზ და ისტორიულ სახლში იქორწინეს. პატარა ცერემონია მოაწყეს ახლობლების გარემოცვაში, 20-ზე ნაკლები ადამიანი იქნებოდა. ოთახში სიხარული და სიყვარული სუფევდა. წყვილი და მათი მშობლები უზომოდ ბედნიერები იყვნენ", - უყვება წყარო გამოცემას.

27 წლის არიანა და 25 წლის დელტონი პაპარაცებმა პირველად 2020 წლის თებერვალში, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბარში Bar Louie აღბეჭდეს. მაისში კი გომესი გრანდეს და ჯასტინ ბიბერის კომპოზიციაზე Stuck with U გადაღებულ კლიპში გამოჩნდა. მას შემდეგ წყვილი აქტიურად აქვეყნებდა ერთობლივ სურათებსა და ვიდეოებს. მომღერალმა თაყვანისმცემლებს დეკემბერში ამცნო, რომ შეყვარებულზე დაინიშნა და ბეჭდის ფოტოც გააზიარა.

არიანა გრანდეს კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

არაიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული