Thumbnail

ნახეთ: J. Cole კომპოზიციის Amari ვიდეორგოლს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი, ჯერმეინ ლამარ ქოული, ფსევდონიმით J. Cole, კომპოზიციაზე Amari გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსის რიგით მეექვსე ალბომში The Off-Season შედის, რომელიც 14 მაისს გამოქვეყნდა. კლიპის ავტორი ქოულის კოლეგა Mez for Heirs გახლავთ, რომელთანაც არტისტს წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლია.

► მოუსმინეთ: J. Cole ახალ ალბომს The Off-Season ავრცელებს

ჯეი ქოულმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო. რამდენიმე წარმატებული მიქსტეიპის შემდეგ, ქოული ჯეი ზის ლეიბლს Roc Nation შეუერთდა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Cole World: The Sideline Story გამოიცა. დღეისთვის რეპერის ანგარიშზე ექვსი სტუდიური ნამუშევარია. კრიტიკოსები მათგან საუკეთესოდ ჯერმეინის რიგით მესამე ალბომს 2014 Forest Hills Drive ასახელებენ.

სოლო კარიერის პარალელურად, ჯერმეინმა ჰიპ ჰოპ გაერთიანება და ლეიბლი Dreamville Records ჩამოაყალიბა, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდა რეპერები Bas, Cozz, Omen, Lute, Ari Lennox, EarthGang და J.I.D ერთიანებიან. დღემდე "დრიმვილმა" სამი კომპილაციური ალბომი გაავრცელა. კოლექტივმა ბოლო მათგანი ROTD3 2019 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული