Thumbnail

ნახეთ: Judas Priest-ის ყოფილი წევრების ახალმა ჯგუფმა სადებიუტო სინგლი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანული ჰევი მეტალ ჯგუფის, Judas Priest-ის ყოფილი გიტარისტის, K. K. Downing-ის ბენდმა KK's Priest, რომელშიც Judas Priest-ის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ტიმ ოუენსიც მოღვაწეობს, სადებიუტო სიმღერა Hellfire Thunderbolt და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია კოლექტივის პირველ ალბომში Sermons Of The Sinner იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ლეიბლი EX1 Records ოც აგვისტოს გამოუშვებს.

K. K. Downing ჯგუფ Judas Priest-ის წევრი 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, კერძოდ 1970-2011 წლებში გახლდათ. ტიმ ოუენსი კი კოლექტივში 1996-დან 2003 წლამდე მოღვაწეობდა და ბენდის შემადგენლობაში ორი ალბომის ჩაწერაც მოასწრო.

კენეთ დაუნინგმა, იგივე K. K. Downing, ჯგუფი KK's Priest 2020 წელს ჩამოაყალიბა. მისი და ტიმ ოუენსის გარდა ბენდში სამი წევრია: გიტარისტი A.J. Millls, ბასისტი ტონი ნიუტონი და დრამერი შონ ელგი.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული