Thumbnail

30 წლის იუბილეს აღსანიშნავად ცნობილი ლეიბლის Death Row ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2022 წლის თებერვალში ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ლეიბლის Death Row Records დაარსებიდან 30 წელი შესრულდება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ისტორიული ხმის ჩამწერის სტუდიის ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა. პლატფორმა, რომელსაც მოცემულ ბმულზე გადასვლით ესტუმრებით, კომპანიების Flux88 Studios და TillaVision მიერ დამზადდა.

ლეგენდარული ლეიბლი Death Row სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის Hasbro მფლობელობაშია

ვირტუალური მუზეუმის დათვალიერებისას ლეიბლის რიგებში მოღვაწე მუსიკოსების თაყვანისმცემლებს Death Row-ს 30-წლიანი ისტორიის გაცნობა, თუფაქის, სნუპ დოგის, დოქტორ დრესა და სხვათა ჰიტების მოსმენა, კომპოზიციების ხელნაწერი ტექსტების ხილვა და სხვა საინტერესო ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

ამასთან, ფანებს 30 ივნისიდან შეეძლებათ, პლატფორმაზე გაგზავნონ ლეიბლის წევრი არტისტების კონცერტებზე გადაღებული ფოტოები და ვიდეოები, სკანირებული ბილეთები და სხვა ციფრული მასალა, რაც მოგვიანებით ვირტუალურ მუზეუმში გამოიფინება.

Death Row Records შუგ ნაითმა და დოქტორ დრემ კალიფორნიაში 1991 წელს ჩამოაყალიბეს. 1990-იანი წლების წამყვან ლეიბლში ისეთი ცნობილი და ეპოქალური არტისტები ერთიანდებოდნენ, როგორებიც გახლავთ: 2Pac, Dr. Dre, Snoop Dogg, Nate Dogg, Kurupt, Daz Dillinger, MC Hammer და სხვა. წარმატების პიკში ლეიბლი ყოველწლიურად 150 მილიონამდე აშშ დოლარს გამოიმუშავებდა. 2006 წელს ხმის ჩამწერი სტუდია გაკოტრდა. ამჟამად მას სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Hasbro ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული