Thumbnail

ნახეთ: The Offspring-მა კომპოზიციაზე We Never Have Sex Anymore კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა The Offspring კომპოზიციაზე We Never Have Sex Anymore გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი კოლექტივის ბოლო, რიგით მეათე ალბომში Let the Bad Times შედის, რომელიც მუსიკოსებმა, 9-წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოაქვეყნეს. კლიპში, შიმპანზეებთან და მოცეკვავეებთან ერთად, სიტკომის Full House მსახიობი, ჯონ სთეიმოსი მონაწილეობს.

მოუსმინეთ: The Offspring ალბომს Let the Bad Times Roll ავრცელებს

The Offspring კალიფორნიაში 1984 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს თავდაპირველად Manic Subsidal ერქვა. წლების განმავლობაში ბენდის შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა. უცვლელი წევრი მხოლოდ ვოკალისტი, დექსტერ ჰოლანდი გახლავთ. კოლექტივს კარიერის განმავლობაში 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბოლო ალბომი Let the Bad Times Roll ჯგუფმა 2021 წელს გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული