Thumbnail

ბილი აილიშს ჰკითხეს, რას შეასრულებდა მეგობრებთან ერთად კარაოკეზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მუსიკოს ბილი აილიშს ბრიტანული Vogue-ის ვიდეოინტერვიუში ბრიტანელმა მსახიობმა, ჯოდი ქომერმა ჰკითხა, ახლო მეგობრებთან ერთად კარაოკეთი გართობისას, რომელ სიმღერას შეასრულებდა. 19 წლის გოგონას თქმით, ახალგაზრდა არენბი არტისტის, გაბრიელა უილსონის, ფსევდონიმით H.E.R. და ჩიკაგოელი რეპერის, ქეით ქოზართის, იგივე Chief Keef-ის კომპოზიციებს მიანიჭებდა უპირატესობას.

ბილი აილიშს ჰკითხეს, რომელ გარდაცვლილ მუსიკოსთან ჩაწერდა დუეტს

10 სიმღერა, რომელსაც კარაოკეზე ყველაზე ხშირად ასრულებენ

"ძალიან მიყვარს H.E.R., ძალა და თავდაჯერება მემატება მისი სიმღერების შესრულებისას. ასევე გამოვარჩევდი Chief Keef-ს, არც კი ვიცი, კარაოკე ბარებში მის ტრეკებს თუ უშვებენ, მაგრამ მე სიამოვნებით მოვითხოვდი მას".

ნახეთ: ბილი აილიში ცნობილი ადამიანების შეკითხვებს პასუხობს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მომღერალი ჯამში 7 გრემის ფლობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული