Thumbnail

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა Skrillex ახალი კომპოზიცია Too Bizarre და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მისისიპელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქალიფ ბრაუნი, ფსევდონიმით Swae Lee და ჩრდილოკაროლინელი მოდელი და მუსიკოსი, კაროლინ მაინერ სმიტი, იგივე Siiickbrain მონაწილეობენ.

მოუსმინეთ: Skrillex, Starrah & Four Tet - Butterflies

სონი ჯონ მურს, სასცენო სახელით Skrillex, კარიერის განმავლობაში რვა გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. განსაკუთრებული პოპულარობა მას კომპოზიციებმა Bangarang, Make It Bun Dem და First Of The Year მოუტანა.

სვაე ლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა ძმასთან, Slim Jxmmi-სთან ერთად ჩამოყალიბებულ ჰიპ ჰოპ დუეტში Rae Sremmurd 2008 წელს დაიწყო. გაერთიანებამ დღემდე სამი კომერციულად წარმატებული ალბომი ჩაწერა. 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ნამუშევარი Swaecation გაავრცელა.

სიქბრეინი კი ჩრდილოკაროლინელი მოდელი და მწერალია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 2020 წელს დაიწყო. არტისტს ამ დრომდე ათამდე სინგლი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული